პალესტინის პრემიერი გადადგა

პალესტინის პრემიერმინისტრმა, მუჰამედ შტაიემ მისი და მისი მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში უკვე ყოფილმა პრემიერმინისტრმა დაწერა, რომ გასულ სამშაბათს აცნობა აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტს და დღეს გადაწყვეტილებას წერილობით წარადგენს.

,,გადადგომის გადაწყვეტილება მოვიდა დასავლეთ სანაპიროზე და იერუსალიმში უპრეცედენტო ესკალაციის ფონზე და ომის, გენოციდისა და შიმშილის ფონზე ღაზას სექტორში.

მე ვხედავ, რომ შემდეგი ეტაპი და მისი გამოწვევები მოითხოვს ახალ სამთავრობო და პოლიტიკურ მოწყობას, რომელიც ითვალისწინებს ახალ რეალობას ღაზაში და პალესტინის კონსენსუსის აუცილებლობას, რომელიც ეფუძნება პალესტინის ერთიანობას და ძალაუფლების ერთიანობის გაფართოებას პალესტინის მიწაზე”, – თქვა მან.

მსგავსი თემები