ნავალნის სიკვილამდე 2 დღე აწამებდნენ – რუსი უფლებადამცველი

ნავალნის სიკვილამდე 2 დღე აწამებდნენ, – ამბობს რუსეთში, საზოგადოებრივი ჰუმანიტარული პროექტის ,,გულაგუს” ლიდერი, ვლადიმირ ოსეჩკინი.

უფლებადამცველების თქმით, ციხის თანამშრომლებმა ნავალნის ფიზიკური შეურაცხყოფა 15 და 16 თებერვალს – დაღუპვის წინა და დაღუპვის დღეს მიაყენეს. ის იყო დაბმული, არ ჰქონდა მოძრაობის საშუალება, შეკრული ჰქონდა ხელები და ფეხები და სიცივეში აწამებდნენ. მან ეს ინფორმაცია ნავალნის გუნდს გადასცა.

ვლადიმერ ოსეჩკინმა ნავალნის ოჯახს დაკრძალვის გადადებისა და რუსეთის ფარგლებს გარეთ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით მიმართა. ის ოჯახს გამოძიებაში დახმარებას, ასევე ყველა შესაძლო მოწმის გადაადგილებასა და დაკრძალვის ხარჯების დაფინანსებას შეჰპირდა. მან ასევე პირობა დადო, რომ გამოაქვეყნებს ნავალნის მკვლელობაში მონაწილე კოლონიის ყველა თანამშრომლის სრულ სიას.

მსგავსი თემები