პოლონეთში, წვეულებაზე ახალგაზრდა მოკლეს, დამნაშავე, სავარაუდოდ, ქართველია

პოლონეთში, ერთ-ერთ წვეულებაზე ნეპალელი ახალგაზრდა, 28 წლის ბიჭი მოკლეს. მას კისრის არეში სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, 35 წლის საქართველოს მოქალაქემ მიაყენა.

წვეულება იმ ჰოსტელში იმართებოდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან პოლონეთში სამუშაოდ ჩამოსული პირები ცხოვრობენ.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ბრალდებული პოლიციამ დააკავა და ის შემთხვევის დროს ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო. მის გარდა დაკავებულია კიდევ ორი ქალი, რომლებსაც დანაშაულის კვალის დაფარვას, მათ შორის დანაშაულის ჩადენის იარაღის – დანის გადამალვას ედავებიან.

მსგავსი თემები