უცებ ქალის განწირული კივილის ხმა გაისმა – სავაჭრო ცენტრში ბავშვს ესკალატორში თითები მოჰყვა

რუსეთში, ქალაქ უსურიისკის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ბავშვს თითები ესკალატორში მოჰყვა. ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელი კადრებიც გამოჩნდა. ვიდეოში ისმის ყვირილის ხმა, ხალხი დაბნეულია და პანიკაშია, ისინი ვერ ხვდებიან რა მოხდა.

ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, დედა-შვილი ხელჩაკიდებული მოძრაობდა გამორთულ ესკალატორზე, რომელიც უცებ ირთვება და დედის კივილის ხმაზე ხალხი პანიკაში ვარდება, მალევე ყველა ხედავს, რომ ბავშვის თითები ესკალატორის მოაჯირის ლენტამ ჩაითრია.

უბედურ შემთხვევას პროკურატურა იძიებს, რომელმაც უნდა გაარკვიოს, ვისი ბრძანებით ჩაირთო მოულოდნელად გაჩერებული ესკალატორი, როცა მასზე ხალხი მოძრაობდა.

მსგავსი თემები