რუსული მხარე ახადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება მათ გარეშე არ გამოვა

კრემლში დარწმუნებულები არიან, რომ მშვიდობის ნაწილს წარმოადგენენ  და შესაბამისად, მათი მონაწილეობის გარეშე ნებისმიერ სამშვიდობო ფორმატს ირონიით უყურებენ.

როგორც კრემლის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რუსეთის მონაწილეობის გარეშე, სამშვიდობო გეგმა არ გამოვა.

„ჩვენი მხრიდან  არაერთხელ დაფიქსირდა პოზიცია, რომ გარკვეული სამშვიდობო გეგმები რუსეთის მონაწილეობის გარეშე ხორციელდება, რაც  არასერიოზული და სასაცილოა“ – აცხადებს პესკოვი  უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის საპასუხოდ.

მან, განაცხადა, რომ რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებებში იმ შემთხვევაში მიიწვევენ, თუ მათ ომის დასრულებისა და მშვიდობის დამყარების სურვილი ექნებათ.

 

 

მსგავსი თემები