ეგ რომ საზღვარგარეთ ცხოვრობდა, მე აქ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდი – ირაკლი ქადაგიშვილი ზურაბიშვილზე

ეგ რომ საზღვარგარეთ ცხოვრობდა, მე აქ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდი, – ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის მიერ რუსეთის მხრიდან არჩევნებში შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებებისას.

,,ის უკვე რამდენიმეჯერ აკეთებს განცხადებას არჩევნების დისკრედიტაციის მიმართულებით და დაკონკრეტდეს. ის, რომ რუსეთი საქართველოში შემოიჭრა 1921 წლის 15 თებერვალს კარგად ვიცით და მის შემდეგ ისტორიაც კარგად ვიცით. ეგ რომ საზღვარგარეთ ცხოვრობდა, მე აქ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდი და ეგეც კარგად ვიცი, ამიტომ ცოტა მეტი კონკრეტიკა მისგან და ნაკლების პროვოკატორობა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი თემები