თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმაზე 6-7-ჯერ მაღალია – UNICEF-ის ექსპერტი

თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმიდან დიდ გადახვევას წარმოადგენს და ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, მოსახლეობის 15%-ია – განცხადება ამის შესახებ UNICEF-ის ექსპერტმა, გუგა ბესელიამ, განათლების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“ თემატური მოკვლევის ანგარიშს ისმენენ.

მოკვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელდა.

,,დათვლილია საშუალო მონაცემი, მოსახლეობის თუ რა პროცენტია ნორმა, რომ თამაშდამოკიდებული იყოს. ეს პროცენტი მერყეობს 2-დან 2.5 %-მდე. ჩვენთან ეს მონაცემი ოფიციალური არ არის, მაგრამ იმ კვლევებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით არსებობს, ეს რიცხვი საკმაოდ გაზრდილია და დიდ გადახვევას წარმოადგენს ნორმიდან. ჩვენი ვარაუდით დაახლოებით, 15% -ს მაინც წარმოადგენს მოსახლეობის, რაც ნორმიდან 6-7-ჯერ გადახვევაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესი უფრო მეტად შეზღუდულია, ვიდრე ვთქვათ, ბრიტანეთში, ბრიტანეთში მოთამაშეთა მონაცემები 2-დან 2.5% – მდე მერყეობს და ნორმის ფარგლებშია”, – თქვა ბესელიამ.

მსგავსი თემები