„ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და სააკაშვილი საკანში გადააბრძანოს“ – ვიქტორ ჯაფარიძე

სალომე ზურაბიშვილი თუ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, მე ნიკა გვარამიას დავეთანხმები მის გამონათქვამებში – ეს ერთი. მეორე, მიხეილ სააკაშვილზე დიდი დამნაშავე ქართულ საპყრობილეს არ ჰყოლია და ქართულმა ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და გადააბრძანოს საკანში, სადაც არის მისი ადგილი. და რატომ უნდა შეიწყალონ, ვისზე უკეთესია? რომ შეიწყალონ, – ამის შესახებ, “ხალხის ძალის” დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ  განაცხადა.

რაც შეეხება მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით, ჯაფარიძე სიკორსკის მოუწოდებს, საკუთარ ქვეყანას მიხედოს: “ოცნება” წააგებას? ვისთან წააგებს, იმ სისხლისმსმელთან? თავიანთ ქვეყანას მიხედონ სიკორსკიმ და სხვებმა”, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.“თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ სააკაშილის გათავისუფლებაში”, – ამ სიტყვებით მიმართა მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მაღალჩინოსანმა პირდაპირ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპელებისთვის საქართველოს მოდერნიზების სიმბოლოა და მის გათავისუფლებას მიესალმება ყველა, ვისაც ქვეყნისთვის კარგი უნდა.

 

 

მსგავსი თემები