სანქციების ახალი პაკეტი რუსეთს – აშშ ნავალნის სიკვდილს პასუხობს

ამერიკის შეერთებული შტატები ნავალნის სიკვდილის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს მიიღებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

ირკვევა, რომ ახალი სანქციების დიდი პაკეტი 23 თებერვალს გასაჯაროვდება.

პრეზიდენტ ბაიდენის მითითებით, ჩვენ გამოვაცხადებთ სანქციების დიდ პაკეტს პარასკევს, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დავაკისროთ ნავალნიზე მომხდარის გამო”, – თქვა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

მსგავსი თემები