ბათუმში, კურიერს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში კურიერს ავტომანქანა დაეჯახა, შემთხვევა კობალაძისა და ინასარიძის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, წინასწარი ინფორმაციით, კურიერი საავადმყოფოში გადაყვანისას კონტაქტური იყო, ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. დაშავებულია 21 წლის კაცი. ამოვარდნილი აქვს მარჯვენა ხელი და მცირე ჭრილობა აქვს ფეხზე“, – აცხადებენ კლინიკაში, სადაც ამბობენ, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღმოაჩნდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება.

მსგავსი თემები