,,სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილს თუ შეიწყალებს, მეორე ვადით პრეზიდენტობას დაიმსახურებს” – თაკო ჩარკვიანი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილს თუ შეიწყალებს, მეორე ვადით პრეზიდენტობას დაიმსახურებს, – ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. „მე გამიხარდა თუ ის მოქმედებაში მოიყვანს იმას, რასაც ამბობს. მაშინ ჩვენ გვექნება უფლება სამომავლოდ ისტორიულად ვთქვათ, რომ ამ ქალმა წვლილი შეიტანა და საქართველოს რაღაც გააკეთა… თუ შეიწყალებს  მოქმედებაში იქნება მოყვანილი ის, რომ 12 რეკომენდაცია შესრულდეს და სამართლებრივი სისტემა გამოსწორდეს. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მან დიდი საქმე გააკეთა ქვეყნისთვის“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მეტი...

დიდუბეში, ავეჯის საამქროში, ხანძარი გაჩნდა

თბილისში, დიდუბის რაიონში, ავეჯის ერთ-ერთ საამქროში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

„ჯარიმა 65 000-იდან 100 000 ლარამდე იზრდება“ – რა დროს დაჯარიმდება მოქალაქე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული ცვლილების პაკეტი აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების სხდომაზე წარადგინა. მისი თქმით, ცვლილებების პაკეტი შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქციის გამკაცრებას ითვალისწინებს, 65 000-ლარიანი ჯარიმა იზრდება და ხდება 100 000 ლარი; ამასთან, ელექტროშოკური აპარატის ბრუნვა ხდება დასჯადი და ამ მიმართულებით შემოდის საჯარიმო სანქცია. „ზღვის დაბინძურება ნეგატიურ გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე. ევროკავშირის ქვეყნებში ზღვის დაბინძურებაზე საკმაოდ მაღალი საჯარიმო სანქციებია, შესაბამისად აღნიშნული ცვლილება არის რეკომენდაცია ევროკავშირის მხრიდანაც“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო…

მეტი...

ამინდი იცვლება – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

20-22 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 20-21 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 22 თებერვალს შესაძლოა წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურას +13, +15 გრადუსს ვარაუდობენ. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 20 და 22 თებერვალს ზოგან იწვიმებს, 21 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 20 და 22 თებერვალს…

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელია Adidas-ის სახე გახდა

„ნა­პო­ლის“ ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია Adidas-ის სარეკლამო ვიდეო-რგოლში გადაიღეს. კვარაცხელიასთან ცნობილმა ბრენდმა კონტრაქტი გააფორმა და „კვარა“ მათი ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.

მეტი...

,,მარტო ხალხს კი არა ერთმანეთსაც ატყუებენ” – მამუკა მდინარაძე

მარტო ხალხს კი არა ერთმანეთსაც ატყუებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ოპოზიციის ჩრდილოვან კაბინეტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია არჩევნების გზით მინისტრების დაკომპლექტების ნაცვლად, საკონსტიტუციო გადატრიალებას აპირებს. „ისინი არჩევნების მოგებას კი არ აპირებენ თურმე, ერთმანეთს აგიჟებენ და მინისტრების პორტფელებს ინაწილებენ და პრემიერ მინისტრს წყვეტენ და მიშა სააკაშვილმა იცის ნეტა ეს ყველაფერი, ვაშაძე რომ ჰყავთ პრემიერ მინისტრობის კანდიდატად? მთელი ამბები იქნება ამაზე, ეს რომ გაუხმაურდათ, სახლში არ იციან როგორც ჩანს ისინი რაღაცებს რომ წერენ თავისთვის. მაგრამ, იქ ორი…

მეტი...

აფრიკაში ვირის ტყავით ვაჭრობა აიკრძალა

აფრიკის კონტინენტზე ვირის ტყავით ვაჭრობა აიკრძალა. ცხოველების უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა აფრიკის კავშირის ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. 55 აფრიკულ ქვეყანაში ვირის კანის მისაღებად ვირების მოკვლა იკრძალება. ვირის კანზე საბაზრო მოთხოვნა ჩინური ტრადიციული მედიცინის, ეჯიაოს პოპულარობის გამო გაიზარდა, სადაც ვირის ტყავს იყენებენ. ეჯიაო ჩინურ მედიცინაში გამაახალგაზრდავებელი პროცედურაა, თუმცა მისი ეფექტები მეცნიერულად ჯერჯერობით დაუდასტურებელია. ცხოველების დამცველი ორგანიზაციებიც ცნობით, აფრიკის კონტინენტზე ვირების პოპულაცია ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა.

მეტი...

ქართველი ხელოვანები მიმართვას ავრცელებენ

ქართველი ხელოვანები მიმართვას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. ,,გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს, რომელიც ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაციას და როგორც საავტორო უფლებათა ასოციაციის, ისე თითოეული ჩვენგანის იმიჯის შელახვას  ემსახურება. რა თქმა უნდა, ამ მადისკრედიტირებელი კამპანიის უკან გიგა კობალაძე  დგას, რომელიც  ცდილობს, საკუთარი დანაშაული გადაფაროს და ამისთვის ყველა ხერხს იყენებს. როგორც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, გიგა კობალაძის და მისი ასოციაციის წინააღმდეგ ავტორებს შეტანილი გვაქვს საჩივარი. გამოძიება კი, 14 მილონამდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის არის დაწყებული. Მას შემდეგ რაც საქმის ძირფესვიანად შესწავლის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა კობალაძის ასოციაციაში, ის მეტად გააქტიურდა, რათა ბრალდებებითა…

მეტი...