ნარკოტიკების გავრცელებას და ნარკომანიას სჭირდება ეფექტური და კომპლექსური ბრძოლა – მიხეილ დაუშვილი

„ნარკოტიკების გამო ადამიანები ფაქტობრივად ყოველკვირეულად, ყოველდღიურად იღუპებიან. თქვენ რას აკეთებთ ან რის გაკეთებას აპირებთ რომ აგვიხსნათ, გაგვაცნოთ რა გეგმა გაქვთ, რა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. უნდა გესმოდეთ, რომ მხოლოდ პოპულისტური და პოპულარული ნაბიჯებით ასეთი პრობლემები ვერ წყდება, ამას სჭირდება ეფექტური და კომპლექსური ბრძოლა“, – მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

მისივე თქმით, ფაქტობრივად ტენდენციად იქცა, თითქმის კვირა არ გავა რამდენიმე ადამიანი რომ არ დაიღუპოს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად.

„ეს საკითხი არ არის მარტივი და ერთი ღონისძიებით მისი გადაჭრა ვერ მოხერხდება. მულტი ინსტიტუციური ჩართულობა, მთელი კამპანია სჭირდება ამ საკითხის გადაწყვეტას იმიტომ, რომ ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ, აქ უნდა იყოს ცნობიერების ამაღლების კომპონენტი, უნდა იყოს მკურნალობის კომპონენტი, შემოტანილი იყოს რეაბილიტაციის კომპონენტი და ა. შ. მთლიანად კომპლექსური საკითხია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, რომელსაც მალე წარვუდგენთ საზოგადოებას, მაგრამ ვინაიდან ეს აღარ არის უბრალოდ განკერძოებული საკითხი, მანამდე მსურს ხელისუფლებას ვკითხოთ ნარკოტიკების მასობრივად გავრცელების და ნარკომანიის წინააღმდეგ რის გაკეთებას აპირებს და როდის“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მსგავსი თემები