ან შიში პუტინისადმი, ან თქვენი გამბედაობა – ხერხეულიძე პრეზიდენტს მოუწოდებს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი

,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე პრეზიდენტს მოუწოდებს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ამ თემაზე მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

ხერხეულიძემ ისაუბრა რუსი ოპოზიციონერის, ნავალნის გარდაცვალებაზეც და თქვა, რომ პუტინის სურვილები არის დაუკმაყოფილებელი მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში.

,,არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის რა წარმოდგენა აქვს მიხეილ სააკაშვილზე და არანაირ წიაღსვლებს ქართველი სამამულო ექსპერტების დასკვნებს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში არ აქვს ფასი, ვინაიდან, საერთაშორისო თანამეგობრობა სრულად, საღად აფასებს იმ რისკს და საშიშროებას, რომელიც მომდინარეობს ამ რისკთან მიმართებაში. როდესაც პუტინი ღიად საუბრობს საკუთარ მტერზე, არანაირი მოსაზრება ანგარიშგასაწევი არ არის და არ არის რელევანტური ჩვენი ოპონენტების მხრიდან შეხედულებები მიხეილ სააკაშვილზე. მიხეილ სააკაშვილის გარდა ის მტრად არ აღიარებს ქართული ოცნების არცერთ წარმომადგენელს. ამიტომ სამიზნე რომელიც დღეს ვივამედში იმყოფება, რა თქმა უნდა, მისი უსაფრთხოების თვალსაზრისით და მაღალი რისკი მისი მკვლელობის თაობაზე არის ძალიან რეალური. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ვიმსჯელებთ, რომ ის დღეს უკეთესად გამოიყურება ვიდრე წინა პირობებში და ამის პირობებში თავად მე ვარ როდესაც მას ვნახულობდი ძალიან მძიმე ვითარებაში, მინდა შეგახსენოთ, რომ ნავალნის სიკვდილის წინა დღეს საიმედოდ გამოიყურებოდა, მაგრამ მეორე დღეს საზოგადოებას ამცნეს, რომ ის თრომბით გარდაიცვალა. ჩვენ ამ საფრთხისგან არ ვართ შორს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, ამიტომ, მივმართავ სალომე ზურაბიშვილს – ან შიში პუტინისადმი, როგორც ცივსისხლიანი მკვლელისადმი, ან თქვენი გამბედაობა, გადადგით ნაბიჯი და საქართველო იხსენით რეალური საფრთხისგან”, – თქვა ეკა ხერხეულიძემ.

მსგავსი თემები