,,ნება მომეცით, საბოლოოდ ვნახო ჩემი შვილი” – ნავალნის დედა პუტინს მიმართავს

ალექსეი ნავალნის დედა შვილის ცხედარს ითხოვს და იმ ციხის ტერიტორიიდან, სადაც რუსი ოპოზიციონერი დაიღუპა, ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„ჩემს უკან არის სასჯელაღსრულების კოლონია „პოლარული მგელი“, სადაც ჩემი შვილი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა 16 თებერვალს. მეხუთე დღეა ვერ ვნახე, არც ცხედარი მაძლევენ და არც იმას მეუბნებიან სად არის. მე თქვენ მოგმართავთ, ვლადიმერ პუტინ, საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ნება მომეცით, საბოლოოდ ვნახო ჩემი შვილი. მოვითხოვ, სასწრაფოდ გადმომცეთ ალექსეის ცხედარი, რომ ადამიანურად დავასაფლავო“, – ამბობს ლუდმილა ნავალნაია.

მსგავსი თემები