“ელექტროენერგიის მოხმარებული საფასური არა ხოლოდ სვანეთის მოსახლეობამ, არამედ, ყველამ უნდა გადაიხადოს“ – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სვანეთში მიმდინარე ელექტროენერგიის მოხმარების სიხშირეზე მედიაცენტრ მთავარში ისაუბრა.

„90-იანი წლების შემდეგ, სვანეთის მოსახლეობა, შეთანხმების შედეგად, ელექტროენერგიის მოხმარებისა და მიწოდების საფასურს არ იხდიდა. ამავდროულად, დღევანდელი მონაცემებით მესტიის რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება 17-18 მგვტ-ს აღწევს, რაც ჯამურად აღემატება სამი მეზობელი მუნიციპალიტეტის: ხობის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას,“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში.

ჟურნალისტის კითხვას უნდა გადაიხადოს თუ არა სვანეთის მოსახლეობამ ელექტროენერგიის საფასური, დავით ნარმანიამ უპასუხა, რომ გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს.

„გამომდინარე სვანეთის ტურისტული ზონის სტატუსისა, აქ ბევრ ობიექტს ელექტროენერგია განსაკუთრებულად სჭირდება, შესაბამისად ამ ზონაში შეზღუდვები დენის მოხმარებაზე ვერ დაწესდება. ამიტომაც ელექტროენერგიის მოხმარების საფასური არამარტო სვანეთის მოსახლეობამ, არამედ ყველამ უნდა გადაიხადოს, რათა შემცირდეს ავარიების რისკი და ნებისმიერ წამს უმაღლესი ხარისხით მიეწოდოს ყველა ობიექტსა და რეგიონს ელექტროენერგია საქართველოში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში

მსგავსი თემები