ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ჩიქოვანს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ

პარლამენტში დღეს კენჭი უყარეს ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

ირაკლი კობახიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას კი მხარი 78-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი.

აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ჩიქოვანმა აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობები დაიკავეს. პარლამენტმა საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა.

მსგავსი თემები