ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს, რომ ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილის შეწყალება – სამხარაძე

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ევროპარლამენტარები ხელმოწერებს აგროვებენ, რათა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალება სთხოვონ. მისივე თქმით, მცდელობაა ზეწოლა მოახდინონ ზურაბიშვილზე, რომ მესამე პრეზიდენტი გათავისუფლდეს.

,,უნდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი, რომელიც კიდევ ერთხელ მთავრობის დაუკითხავად გაემგზავრა კონფერენციაზე, სამწუხაროდ აღმოჩნდა, შეიძლება ითქვას, უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც მას ერთ-ერთ პანელზე მიუთითეს პირდაპირ, რომ მან უნდა შეიწყალოს სააკაშვილი. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს არის ახალი, ძალიან დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და მინდა საზოგადოებას ვამცნო, რომ ევროპარლამენტში ჩვენთვის კარგად ნაცნობი თუ ცუდად ნაცნობი ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს, რომ ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილი შეწყალება და ამ ფაქტს უკავშირებენ ნავალნის აი ამ სამწუხარო გარდაცვალების ფაქტს და სურთ, რომ ამაში პარალელები გაავლონ. ანუ ისევ ამოქმედებულია ძველი ხაზები, ძველი ლობისტური ხაზები, რომლის შესახებაც ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და კიდევ ერთი მცდელობაა, რომ აიძულონ თუ ზეწოლა განახორციელონ ზურაბიშვილზე, რომ მან შეიწყალოს პრეზიდენტი ამიტომ მინდოდა ეს საზოგადოებას სცოდნოდა”, – თქვა სამხარაძემ.

ცნობისთვის, მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უთხრა, რომ შეუძლია წვლილი შეიტანოს სააკაშვილის გათავისუფლებაში.

მსგავსი თემები