კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა დირექტორი და კიდევ ორი ადამიანი მოკლა

ათენში, უკმაყოფილო ყოფილმა თანამშრომელმა ბერძნული გადამზიდი კომპანიის ხელმძღვანელი და ორი სხვა ადამიანი მოკლა, შემდეგ კი, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

ადგილობრივი პოლიციის სპიკერის, კონსტანტინა დიმოგლიდუს ცნობით, დაღუპულთა შორის European Navigation-ის მფლობელი იყო.

პოლიციის თქმით 76 წლის ყოფილი თანამშრომელი შენობის სხვა ნაწილში გარდაცვლილი იპოვეს “მან, სავარაუდოდ, საკუთარ თავს ესროლა”. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მსგავსი თემები