დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა

8 თებერვალს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღეს დავითობაა. ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა, გამარჯვებები, ქვეყნის ძლიერების სიმბოლო სწორედ დავით აღმაშენებს უკავშირდება. „მედიაცენტრი მთავარი“ გილოცავთ დავითობას.

დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა. დავით აღმაშენებლის მეფობის დროს აშენდა გელათის აკადემია, სადაც იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები მოღვაწეობდნენ. მეფე დავითი 53 წლის ასაკში 1125 წელს აღესრულა. ანდერძის თანახმად, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.

მსგავსი თემები