ბაღდადში ლიკვიდირებულია “კატაიბ ჰეზბოლას” მეთაური

ქალაქ ბაღდადში აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად “კატაიბ ჰეზბოლას” სამი წევრი, მათ შოირს მაღალი რანგის მეთაური დაიღუპა.

პენტაგონმა განაცხადა, რომ მეთაური იყო პასუხისმგებელი რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმების დაგეგმვაზე და მონაწილეობაზე. შტატების მხრიდან თავდასხმა უკავშირდება გასულ თვეში, იორდანიაში დრონით შეტევას, რასაც სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

“კატაიბ ჰეზბოლამ” განაცხადა, რომ ის აჩერებს თავდასხმებს ამერიკულ ჯარებზე, რათა თავიდან აიცილოს “უხერხულობა” ერაყის მთავრობისთვის.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომის დაწყების შემდეგ ამერიკულ ძალებს 165-ზე მეტი სარაკეტო და უპილოტო დარტყმა მიაყენეს. აშშ-ს დაახლოებით 2500 ჯარისკაცი ჰყავს ერაყში და 900 მეზობელ სირიაში.

მსგავსი თემები