ნერგეეთში, სტიქიის ზონაში, სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა – შსს

ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში, სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია საუბარი.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ საძიებო სამუშაოებს.

ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი 8 პირის ცხედარი ნაპოვნია, ერთის მიმართ კი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.

სტიქიის ზონაში, 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებს სამძებრო სამუშაოებს. ძებნა-შველის ღონისძიებაში, ასევე ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები