მთავრობის ახალ შემადგენლობას საპარლამენტო უმრავლესობა დახურულ ფორმატში უსმენს

პარლამენტში წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას საპარლამენტო უმრავლესობა დახურულ ფორმატში უსმენს.

,,ვინაიდან ეს არის უმრავლესობის შეხვედრა მთავრობის მომავალ შემადგენლობასთან, მისი სპეციფიკიდან და თავისებურებიდან გამომდინარე, გთავაზობთ რომ ეს შეხვედრა იყოს დახურული და ამას ვუყაროთ კენჭი… მედიის წარმომადგენლებს მოვუხადოთ ბოდიში და დაგვტოვონ და ასევე, აპარატის თანამშრომლებს ვთხოვთ, რომ სტრიმი გათიშონ”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები პრემიერმინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს უსმენენ. მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა, სადაც საკითხს კენჭს უყრიან.

მსგავსი თემები