,,მეწყრული პროცესები განვითარდა და 10-ზე მეტი ოჯახია ევაკუირებული” – ხაშურის მერი სურამზე

,,მეწყრული პროცესები განვითარდა და 10-ზე მეტი ოჯახია ევაკუირებული”. ამის შესახებ ხაშურის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა განაცხადა, რომელიც მეწყრული პროცესების განვითარების შემდეგ სურამში ჩავიდა.

,,მეწყრული პროცესები განვითარდა და პირველი ეტაპზე მოხდა მოქალაქეების ევაკუაცია. ვისაც არ აქვს საშუალება, რომ ნათესავთან გადავიდეს ის რამდენიმე მოქალაქე და ოჯახი გადაყვანილია სასტუმროში. დანარჩენი გეოლოგების შესწავლის საკითხია, უკვე დილიდან დაიწყება ეს პროცესი და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. პოლიცია, საგანგებო სამსახური მობილიზებულია და ყველა შესაბამისი უწყება არის ინფორმირებული ამის შესახებ.

დაახლოებით 10-ზე მეტი ოჯახია გაყვანილი ამ ზონიდან და მაინც, უსაფრთხოების მიზნით, ქვედა მხრიდან გაგვყავს კიდევ ოჯახები.

დაახლოებით 1,5 საათია დაიწყო ეს პროცესი. გეოლოგები უკვე იყვნენ ასულები, დაათვალიერეს, გადაიღეს ფოტომასალა, გადაგზავნეს თბილისში. დილიდან სამუშაოს მეტი შესაძლებლობა იქნება და დილიდან დაიწყებენ მუშაობას”, – ამბობს თენგიზ ჩიტიაშვილი.

მსგავსი თემები