,,საქართველოს მიერ EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღება ცვლის რეალობას რეგიონში” – ფაშინიანი

,,საქართველოს მიერ EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღება ცვლის რეალობას რეგიონში”. სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

,,მნიშვნელოვანი რეალობა შეიცვალა. და ერთ-ერთი მათგანია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, რაც ობიექტურად აისახება რეგიონზე. ახლა ირკვევა, რომ სომხეთის მეზობელი ქვეყნებიდან ორს აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი (საქართველო და თურქეთი. რედ.) და თუ ადრე შეიძლებოდა გვეთქვა “სად არის ევროკავშირი და სად არის ჩვენი რეგიონი?” ახლა, ფაქტობრივად, ევროკავშირი – ეს ჩვენი რეგიონია”, – თქვა სომხეთის პრემიერმა და აღნიშნა, რომ საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს. 

 

მსგავსი თემები