რუსეთის მიერ გაშვებული ყველა “შაჰიდი” ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 4 “შაჰიდის” ტიპის დრონით შეუტია. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინელებმა ოთხივე მათგანი გაანადგურეს.

,,2024 წლის 27 იანვრის ღამეს მტერმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით (პრიმორსკო-ახტარსკიდან ) “შაჰიდის” ტიპის 4 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. ოთხივე მათგანი განადგურდა კიროვოგრადის ოლქში”, – ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.

უწყების ცნობით, ოკუპანტებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, როსტოვიდან დონეცკის ოლქში “ისკანდერის” ტიპის რაკეტა გაისროლეს. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მსგავსი თემები