შოლცი ბაიდენს შეხვდება, რათა უკრაინის დახმარების საკითხი განიხილონ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება, რათა უკრაინის დახმარების საკითხი განიხილონ. შეხვედრა თეთრ სახლში, სავარაუდოდ, თებერვლის პირველ ნახევარში შედგება.

,,გერმანიის კანცლერი თებერვლის პირველ ნახევარში ვაშინგტონს ეწვევა, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდება. ორივე ქვეყნის ლიდერი ცდილობს, უკრაინას დამატებითი მხარდაჭერა გაუწიოს”, – წერს გამოცემა Bloomberg.

მანამდე, შოლცმა ევროპის ქვეყნებს უკრაინაში იარაღის მიწოდების გაზრდისკენ მოუწოდა.

მსგავსი თემები