„წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში“ – სიზმრად ღვთისმშობელი

ნინოობა – ქრისტიანობის გამავრცელებლის სახელობის დღესასწაულია.  27 ანვარს საქართველოში სწორედ წმინდა ნინოს სახელობის დღესასწაულს – ნინოობას აღნიშნავენ. წმინდა ნინოს ხსენება საზემოდ წელიწადში ორჯერ აღინიშნება – პირველ ივნისს და 27 ინვარს.

საინტერესოა  პატარა ქალწულის ისტორია, რომელმაც საქართველო ქრისტეს მადლს აზიარა.

ერთხელ წმინდა ნინოს ღვთისმშობელი სიზმრად გამოეცხადა და უთხრა:

„წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი“.

წმინდა ნინომ ვედრებით მიმართა ყოვლადწმინდას, ნიშანი ებოძებინა, რომელიც დაუდასტურებდა, რომ უბრალო და უმწეო ქალწული მოციქულებრივი ღვაწლის აღსრულებას შეძლებდა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოკვეთა ვაზის რტო, რომელიც ნინოს სარეცელის ზემოთ იყო, ჯვარი გააკეთა, ქალწულს მისცა და უთხრა, რომ ეს ჯვარი იქნებოდა მისი მცველი და წინააღმდგომთა ზედა ძლევის მიმნიჭებელი.

გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეპყრა ხელთ. მან სიხარულის ცრემლებით დაალტო და საკუთარი თმებით შეკრა იგი და სწორედ  ამ ჯვარით ნათელიღო საქართველომ.

მედიაცენტრი მთავარი“  გილოცავთ ნინოობას.

 

მსგავსი თემები