ტრამპს სასამართლომ $83.3 მილიონის გადახდა

ნიუ იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის რეპუტაციის შელახვის საქმეზე 83.3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ამ თანხიდან 18.3 მილიონი ზარალის კომპენსაციაა, 65 მილიონი კი ჯარიმა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯინ კეროლისთვის რეპუტაციის შელახვის გამო, ზიანის ანაზღაურების დასადგენად სხდომა დღეს გაიმართა. ბრალდებულად კი ტრამპი ამ საქმეზე 2023 წლის სექტემბერში ცნეს.

ცნობისთვის, მწერალმა ელიზაბეთ ჯინ კეროლმა დონალდ ტრამპი 1996 წელს მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში მასზე სექსუალურად ძალადობაში დაადანაშაულა.

თუმცა, ტრამპი ბრალდებას უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ მწერალმა ეს ამბავი თავისი წიგნის გასაყიდად მოიგონა. სწორედ ამის შემდეგ შეიტანა კეროლმა ტრამპის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სარჩელი, სადაც ის ამტკიცებდა, რომ აშშ-ის ექსპრეზიდენტმა მისი რეპუტაცია შელახა. სასამართლომ დონალდ ტრამპი ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ 2023 წლის მაისში ცნო, თუმცა გაუპატიურების ბრალდება არ გაიზიარა.

მსგავსი თემები