„მათი დასკვნის ან რეკომენდაციის ფასი ნულის ტოლია“- ევროპელი სოციალისტები“ ვენეციის კომისის დასკვნაზე

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ „უცხოური გავლენისგამჭვირვალეობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, კომისიის დასკვნა არ შეესაბამება იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლის მიზნისთვისაც შეიქმნა ეს კომისია.

„წარმოდგენილი დასკვნა მოკლებულია კანონის სამართლებრივ შეფასებებს. თუმცა, გასაკვირიც არ არის გასულ წლებში ვენეციის კომისიის მხრიდან, ერთი და იგივე საკითხზე არაერთხელ ყოფილა წარმოდგენილი განსხავებული დასკვნები. სამწუხაროდ, ვენეციის კომისია დღეს გამოყენებულია როგორც პოლიტიკური ზეწოლის შედეგად დაჩაგვრის ინსტრუმენტად ისეთ პატარა ქვეყენაში როგორიც საქართველოა და იგი აშკარად გაცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს“- ვკითხულობთ განცხდებაში.

პოლიტიკური პარტია მიიჩნევს, რომ რეკომენდაციის ფასი ნულია.

„მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ ისეთი წამყვანი ქვეყნები როგორიც არის: გერმანია, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, და მრავალი სხვა ქვეყანა, არ არსებობს არც ერთი პრეცედენტი, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, სენატსა და კონგრესს, ან გერმანიის ბუნდესტაგს, ან დიდი ბრიტანეთის სამეფოს, ან საფრანგეთის პარლამენტს რომელიმე კანონის მიღებისას გაეთვალისწინებინოთ ვენეციისკომისიის დასკვნა, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებისთვის მათი დასკვნის ან რეკომენდაციის ფასი ნულის ტოლია“- ნათქვამია განცხადებაში.

„ევროპელი სოციალისტები მიიჩნევენ, რომ დასკვნა პირდაპირ აღვივებს პოლარიზაციას პოლიტიკურ ველზე.

”ეს დასკვნა პირდაპირ აღვივებს პოლარიზაციას პოლიტიკურ ველზე და ასევე ამწვავებს შუღლს და დაპირისპირებას ქართულ  საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ კონკრეტული დასკვნა უფრო არის საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის მცდელობა, ვიდრე ვენეციის კომისიის, როგორც ადამიანის უფლებების დამცავი საკონსულტაციო ორგანოსმოვალეობა“. – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები