უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას ბელგოროდის ოლქში რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავის, „ილ-76“-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით.
„აშკარაა, რომ რუსები უკრაინელი ტყვეების სიცოცხლით, მათი ახლობლების გრძნობებითა და ჩვენი საზოგადოების ემოციებით თამაშობენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის უშიშროების სამსახური თვითმფრინავის ჩამოვარდნის ყველა გარემოებას იძიებს.
„ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა ფაქტი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა რუსეთის ტერიტორიაზე – ჩვენი კონტროლის მიღმა. ფაქტები ახლა მთავარი სიტყვაა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.