უკრაინა და გერმანია უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებაზე შესაძლოა, მალე შეთანხმდნენ – შოლცი

უკრაინა და გერმანია უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე შესაძლოა, მალე შეთანხმდნენ – ამის შესახებ  გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლციმ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ, რობერტ ფიცოსთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

,,ჩემი ვარაუდით, ამას მალე დავასრულებთ. საკითხის ბუნება მოითხოვს, რომ ორივე მხარემ ვისაუბროთ მასზე მაშინ, როცა დოკუმენტს ერთად დავასრულებთ და არა მის დასრულებამდე. მაგრამ მაქვს განცდა, რომ ჩვენ მოლაპარაკებების დასრულების ზღვარზე ვართ“, – განაცხადა შოლცმა.

 

მსგავსი თემები