გერმანელ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს მაღაზიაში მუშტი დაარტყეს. ძალადობრივი თავდასხმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრზე, მარიო კუმპფზე მოხდა. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი შემდეგ საყიდლებზე წავიდა, კუმპფმა კი პოლიცია გამოიძახა. პოლიციამ 53 წლის თავდამსხმელი უკვე დააკავა და მას ბრალი უკვე წაუყენეს .
კუმპფი 2019 წლიდან საქსონიის შტატის პარლამენტის წევრია. ქვეყანაში დეპუტატებზე გახშირებული თავდასხმების გამო კანცლერმა შოლცმა შეშფოთება გამოთქვა.