დაპირისპირება და სროლა შარდენზე

თბილისში, შარდენზე, ცოტა ხნის წინ, სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ერთს პირს დაუპირისპირდა, რა დროსაც იარაღიდან გაისროლა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.

ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, ასევე, 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

 

მსგავსი თემები