წინასაარჩევნო შეხვედრის დროს სცენა ჩამოინგრა- დაღუპულია 9 ადამიანი

მექსიკაში ნუევო-ლეონის შტატში, წინასაარჩევნო შეხვედრის დროს,  სცენის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 60 მოქალაქე. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი ხორხე ალვარეს მაინესი სიტყვით გამოდიოდა.

მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი სამაშველო სამსახური მოსახლეობას მოუწოდებდა ძლიერი ქარის გამო მიტინგში მონაწილეობა არ მიეღო, მიუხედავად ამისა ღონისძიება არ გააუქმეს. დაწყებულია გამოძიება.

 

მსგავსი თემები