„მკვლელობის მცდელობის ფაქტის ხსენება გამაოგნებელია“- პაპუაშვილი პრემიერის განცხადებაზე

„ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში მკვლელობის მცდელობის ფაქტის ხსენება გამაოგნებელია“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის ამ საუბრის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

“ეს თავდასხმა მოყვანილი იყო როგორც მაგალითი. ეს, რა თქმა უნდა, გამაოგნებელია. ასეთი საუბრის დროს ამ კონტექსტში, შესაძლო გავლენების შესახებ ნებისმიერი სახით ამ მაგალითის მოყვანა გამაოგნებელია”-აცხადებს პაპუაშვილი.

 

„ევროკომისარი დამემუქრა, “ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“”- ირაკლი კობახიძე

მსგავსი თემები