დაემუქრა თუ არა ევროკომისარი კობახიძეს?! – ვარჰეი აცხადებს, რომ სატელეფონო ზარი დამახინჯებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მას ევროკომისარი დაემუქრა, ოლივერ ვარჰეი განცხადებას ავრცელებს. როგორც ევროკომისარი განმარტავს, მისი სატელეფონო საუბარი დამახინჯებით წარმოადგინეს. “საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 23 მაისს გაკეთებულ განცხადებაზე მითითებით, მინდა გამოვხატო გულწრფელი მწუხარება, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან ამოღებულია. როგორც სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელი კომისარი, მე რეგულარულ კონტაქტზე ვარ ჩემი პორტფელის ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებთან, რადგან საკომუნიკაციო არხები ყოველთვის ღია უნდა იყოს პირდაპირი პოლიტიკური გაცვლისთვის. საქართველოს პოლიტიკურ ვითარებაში, მე დიდ ძალისხმევას ვდებ, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა დამემორჩილებინა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომელმაც შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროკავშირის გზა.…

მეტი...

,,ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი” – ვარჰეი კობახიძის განცხადებაზე

,,ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი”, – ამის შესახებ ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი წერს და ადასტურებს, რომ კობახიძეს ესაუბრა. გავრცელებულ განცხადებაში ის წერს, რომ ,,როგორც სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელი კომისარი, რეგულარულ კონტაქტზეა თავისი პორტფელის ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებთან, რადგან, მისი თქმით, საკომუნიკაციო არხები პირდაპირი პოლიტიკური გაცვლისთვის ყოველთვის ღია უნდა იყოს”. ევროკომისარი განცხადებით კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ არ მიიღოს კანონი. ,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 23 მაისს გაკეთებულ განცხადებაზე მითითებით, მინდა გამოვხატო გულწრფელი მწუხარება, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან ამოღებულია. როგორც სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელი კომისარი,…

მეტი...

რა გეგმები აქვს ბუდუ ზივზივაძეს და როგორ ემზადება ის ეროვნული ნაკრების მატჩისთვის (video)

რა გეგმები აქვს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, ბუდუ ზივზივაძეს და როგორ ემზადება ის ეროვნული ნაკრების სამომავლო მატჩისთვის ამ თემაზე ,,დილა მშვიდობისა საქართველოს” ეთერში საუბრობს. ,,ვემზადებით და ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. ყველა ფეხბურთელი ფორმაშია და ჯანმრთელადაა”, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.

მეტი...

რაჭაში ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მგზავრი კლინიკაში გარდაიცვალა

რაჭაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მგზავრი გარდაიცვალა. მოქალაქე კლინიკაში დაზიანებებით შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ბოლო ინფორმაციით, ამბროლაურის კლინიკაში ხუთი ადამიანი რჩება, ოთხი კი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა, სოფელ აგარასთან, დილით მოხდა. თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსი გზიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ერთი პირი ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მეტი...

,,ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ” – უილსონი MEGOBARI Act-ზე

,,ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ”, – ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე წერს, რომელიც აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ MEGOBARI Act-ს დღეს წარადგენს. ,,ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა: მათ არაფერი უნდათ პუტინის იმპერიასთან. ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ურყევ ერთგულებას მათ მიმართ, აჩვენებს რეალურ ფასს დემოკრატიაზე თავდასხმებისთვის და ხაზს უსვამს უკეთეს, ალტერნატიულ გზას,” – წერს უილსონი, რომელიც MEGOBARI Act-ის ავტორია.

მეტი...

რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს

საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება. 26 მაისს, 106 წლის წინ პირველი რესპუბლიკის დაარსებას, 33 წლის წინ კი რუსეთის საბჭოთა ოკუპაციიდან დამოუკიდებლობის აღდგენა აღინიშნება. ქვეყნის 18 ქალაქში მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება. წვევამდელები ფიცს ერთდროულად ქვეყნის 6 ქალაქში დადებენ. ღონისძიებები თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და კულმინაციას თავისუფლების მოედანზე მიაღწევს. 17:10 საათზე, იმ დროს, როდესაც ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, საქართველოს ყველა ცენტრალურ მოედანზე სახელმწიფო ჰიმნი აჟღერდება. წელს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ისტორიაში პირველად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება.

მეტი...

ქალი 67 წლის ასაკში ბოდიბილდერი გახდა

,,სპორტი არის საქმიანობა არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც უკვე მოხუცია. მეტიც, სპორტდარბაზმა არ უნდა შეგაშინოთ, თუ ჯერ კიდევ 70 წლის არ ხართ”. როგორც Business Insider-ს 67 წლის ბოდიბილდერმა, მარლენ ფლაუერსმა განუცხადა, ათი წლის წინ, მუხლები სტკიოდა, როდესაც სეირნობდა. ახლა კი მას ფეხებით შეუძლია 90 კილოგრამზე მეტი წონის დაჭერა. 2015 წელს მან ნაწლავის ოპერაცია გაიკეთა კვებითი დარღვევებით გამოწვეული პრობლემების გამო. „მაშინ მივხვდი, რომ რაღაცების შეცვლა მომიწია, რადგან ჩემს სხეულს ვანადგურებდი”, – თქვა მან. 58 წლის ასაკში მარლენმა სახლში ფიტნესის კეთება დაიწყო, DVD-ის შეძენით გაკვეთილების კურსით. მას შემდეგ, რაც გახდა უფრო…

მეტი...

,,ხარკოვში, დაჭრილი თანამებრძოლები გამოჰყავდა, მაგ დროს დაიღუპა” – პანკისელები სერგო გორნაკაშვილზე

უკრაინაში დაღუპული 36 წლის სერგო გორნაკაშვილი საბრძოლო მოქმედებებში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იყო ჩართული. ის უკრაინაში ცხოვრობდა და 2012 წლიდან მოქალაქეობაც ჰქონდა მიღებული, წარმოშობით კი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოდან იყო. დედაც და ცოლიც უკრაინის მოქალაქეები არიან. გორნაკაშვილს გავლილი აქვს სამხედრო წვრთნა აშშ-ის ბაზაზე, იყო ფეხბურთელი, აქტიურად უჭერდა მხარს ჯოხარ დუდაევს ჩეჩნეთ-რუსეთის ომის დროს. როგორც მისი ოჯახის ახლობელი ამბობს, ის ხარკოვის მიმართულებით ბრძოლისას, იმ დროს დაიღუპა, როდესაც თანამებრძოლების გადარჩენას ცდილობდა. ,,ყოველთვის იბრძოდა წინა ხაზზე. სულ გვქონდა კონტაქტი, თუ სად იყო… ხარკოვში, წინა ხაზზე ყოფნის დროს გადმოჰყავდა დაჭრილი თანამებრძოლები. ერთი გადმოიყვანა და…

მეტი...

ლექცია ღია ცის ქვეშ, თსუ-ს გაფიცული სტუდენტებისთვის

,,ისინი იბრძვიან სწორედ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისათვის, აქტიურად არიან ჩართული ამაში და სწორედ სტუდენტები არიან ისინი, ვისაც ჩვენ მომავალში უნდა ვანდოთ ჩვენი სახელმწიფოს მართვა და ბუნებრივია პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ სტუდენტების წინაშე”- ამბობს მაია კოპალეიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, პროფესორი და პარტია “ახალის” წევრი, რომელმაც გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე გაფიცულ სტუდენტებს დღეს თსუ-ს ეზოში საჯარო ლექცია ჩაუტარა. სტუდენტები, რომლებიც საჯარო ლექციას დაესწრნენ, ამბობენ, რომ ამგვარი აქტივობებით სურთ ხელისუფლებას დაანახონ, რომ ევროპული მომავლისთვის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ. შეგახსენებთ, რომ სტუდენტებმა საპროტესტო კვირეული გამოაცხადეს, რომლის ფარგლებშიც მსვლელობებს და პერფორმანსებს აწყობენ. ახალგაზრდები…

მეტი...

ცნობილია იმ ბაღების სია, სადაც ბავშვი ივლისის ბოლომდე შეგიძლიათ ატაროთ

თბილისში საზაფხულო ბაღების რაოდენობა 45-დან 50-მდე გაიზრდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საზაფხულო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია 5 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება და ელექტრონულად წარიმართება. „თბილისში საზაფხულო ბაღების პროექტში წელს სიახლე გვაქვს – ივლისში დედაქალაქში 45-ის ნაცვლად, 50 საბავშვო ბაღი იმუშავებს და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – kids.org.ge. რეგისტრაცია დაიწყება 5 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება ივნისის ბოლომდე. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული, 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელები, მათ შორის ისინი,…

მეტი...

“მთის ბოძი,” რომელიც ბოროტ ძალებს განდევნის (Video)

სოფელი მენგვუ სამხრეთ ჩინეთში მდებარეობს. ეს სოფელი „მიაოს ხალხის“ სოფელია, რომელიც ერთ-ერთ ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს ჩინეთში. ამ სოფელში თვალში მოგხვდებათ უზარმაზარი, შეფერილი და მოხატული ხის ბოძები, რომელსაც მხოლოდ სანახაობრივი დატვირთვა არ გააჩნია. გარდა  ბოძებისა, ადგილობრივები, ხის მსგავსად არიან შემოსილები და სახეც განსაკუთრებულად აქვთ მოხატული.   მიოს ეროვნების „ძელვის კულტურა“ სათავეს იღებს უძველესი სოფლიდან – ჯიმან მიაოდან, იუანბაოს მთიდან, რომელიც მესამე უმაღლესი მწვერვალია სამხრეთ ჩინეთში.  მას თითქმის 500 წლიანი ისტორია აქვს. „მთის ბოძი“ არის თილისმა  და მფარველი ღმერთი.  მიაოს ხალხის თვალში მას შეუძლია განდევნოს ბოროტი სულები, ქურდობა, ნეგატივი, ავადობა, ილოცოს იღბლისთვის და…

მეტი...

,,მხოლოდ სოლიდარობის სიტყვები ვერ ანადგურებს რუსულ რაკეტებს” – კულება

მხოლოდ სოლიდარობის სიტყვები ვერ ანადგურებს რუსულ რაკეტებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასავლელ პარნიორებს მოუწოდა, უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ. „ამ საზარელმა თავდასხმამ უნდა შეახსენოს ყველას მთელ მსოფლიოში, რომ უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება Patriot-ის შვიდი სისტემა“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ. „ვფიქრობ, Patriot-ის შვიდი სისტემა არ არის მაღალი ფასი ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობისთვის. მაგრამ ის ახლაა საჭირო და არა ხვალ. სამწუხაროდ, მხოლოდ სოლიდარობის სიტყვები ვერ ანადგურებს რუსულ რაკეტებს“, – აღნიშნა მან.

მეტი...

აშშ უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

აშშ უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ინფორმაციას სააგენტო The Associated Press ავრცელებს. ეს იქნება უკრაინის სამხედრო დახმარების მეოთხე ტრანში მას შემდეგ, რაც კონგრესმა გასული თვის ბოლოს მიიღო საგარეო დახმარების შესახებ კანონპროექტი. სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის HIMARS-ის სისტემები, ასევე 155 მმ და 105 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები.

მეტი...

პროკურატურამ რუსთავში, მეუღლისა და მეუღლის დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ რუსთავში მეუღლისა და მეუღლის დედის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს, რუსთავში, ბრალდებულმა მეუღლეს და მეუღლის დედას, რომლებიც ჩვილ ბავშვთან ერთად საბავშვო ეტლით გადაადგილდებოდნენ, გენდერის ნიშნით,შეუწყნარებლობის მოტივით,სანადირო თოფიდან მრავალჯერადი გასროლით, გულ-მკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ბ’’, ,,თ’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის ორი წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის…

მეტი...

ლევან ხაბეიშვილი პროკურატურამ დაზარებულად ცნო

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი 23 დღის შემდეგ პროკურატურამ დაზარებულად ცნო” , – ნათქვამია ენმ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ,,ერეკლე ბენაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი პარტიის თავმჯდომარეს 23 დღის შემდეგ დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ პროკურორმა მის მიმართ გამოიტანა დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, ხარება (ზვიად ხარაზიშვილი) და მისი დაჯგუფება ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ”, – აცხადებს ენმ.

მეტი...

„სანქციების შიში და პარანოიული ბოდვა“- ბოკუჩავა პრემიერის ბრალდებაზე ევროკომისრის მისამართით

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აბსურდს უწოდებს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც ის ევროკომისართან საუბრის დეტალებზე, მათ შორის მუქარაზე საუბრობს. როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “ივანიშვილს და მის ამფსონებს” მოახლოებული სანქციების ეშინიათ და მსგავს განცხადებებს სწორედ ეს შიში განაპირობებს. “ამგვარი ბრალდება ირაკლი კობახიძის მხრიდან ერთ-ერთი ევროკომისრის მიმართ, რომლის სახელს და გვარს არ ახმოვანებს, არის სრული აბსურდი, პარანოიული ბოდვა. მაგრამ რაც დადასტურებულად შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ივანიშვილს და მის ამფსონებს ძალიან ეშინიათ მოახლოებული სანქციების, რომელიც გარდაუვალია მას შემდეგ, რაც ვეტოს დაძლევენ. სწორედ ამ კარს მომდგარი ინდივიდუალური სანქციების ეშინიათ ივანიშვილს და მის გარემოცვას, რამაც…

მეტი...

„მკვლელობის მცდელობის ფაქტის ხსენება გამაოგნებელია“- პაპუაშვილი პრემიერის განცხადებაზე

„ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში მკვლელობის მცდელობის ფაქტის ხსენება გამაოგნებელია“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის ამ საუბრის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს. “ეს თავდასხმა მოყვანილი იყო როგორც მაგალითი. ეს, რა თქმა უნდა, გამაოგნებელია. ასეთი საუბრის დროს ამ კონტექსტში, შესაძლო გავლენების შესახებ ნებისმიერი სახით ამ მაგალითის მოყვანა გამაოგნებელია”-აცხადებს პაპუაშვილი.   „ევროკომისარი დამემუქრა, “ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“”- ირაკლი კობახიძე

მეტი...

„მათი დასკვნის ან რეკომენდაციის ფასი ნულის ტოლია“- ევროპელი სოციალისტები“ ვენეციის კომისის დასკვნაზე

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ „უცხოური გავლენისგამჭვირვალეობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, კომისიის დასკვნა არ შეესაბამება იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლის მიზნისთვისაც შეიქმნა ეს კომისია. „წარმოდგენილი დასკვნა მოკლებულია კანონის სამართლებრივ შეფასებებს. თუმცა, გასაკვირიც არ არის გასულ წლებში ვენეციის კომისიის მხრიდან, ერთი და იგივე საკითხზე არაერთხელ ყოფილა წარმოდგენილი განსხავებული დასკვნები. სამწუხაროდ, ვენეციის კომისია დღეს გამოყენებულია როგორც პოლიტიკური ზეწოლის შედეგად დაჩაგვრის ინსტრუმენტად ისეთ პატარა ქვეყენაში როგორიც საქართველოა და იგი აშკარად გაცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს“- ვკითხულობთ განცხდებაში. პოლიტიკური პარტია მიიჩნევს, რომ რეკომენდაციის ფასი ნულია. „მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის…

მეტი...

ღაზაზე ორი თავდასხმა განხორციელდა-დაღუპულია 26 ადამიანი

ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, 23 მაისს, დილით ადრე, ქალაქ ღაზაზე ისრაელის ავიაციის ორი თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. სააგენტოს სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენელმა მაჰმუდ ბასალმა AFP-ს უთხრა, რომ ერთ-ერთი დარტყმა განხორციელდა საცხოვრებელ სახლზე, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა. მეორე დარტყმას მეჩეთზე კი 10 ადამიანი ემსხვერპლა. პალესტინელთა მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბრძოლები ისრაელის არმიასა და პალესტინელ მეომრებს შორის.

მეტი...

გერმანელ პოლიტიკოსს მაღაზიაში მუშტი დაარტყეს

გერმანელ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს მაღაზიაში მუშტი დაარტყეს. ძალადობრივი თავდასხმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრზე, მარიო კუმპფზე მოხდა. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი შემდეგ საყიდლებზე წავიდა, კუმპფმა კი პოლიცია გამოიძახა. პოლიციამ 53 წლის თავდამსხმელი უკვე დააკავა და მას ბრალი უკვე წაუყენეს . კუმპფი 2019 წლიდან საქსონიის შტატის პარლამენტის წევრია. ქვეყანაში დეპუტატებზე გახშირებული თავდასხმების გამო კანცლერმა შოლცმა შეშფოთება გამოთქვა.

მეტი...

„ევროკომისარი დამემუქრა, ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო”- ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას ერთ-ერთი ევროკომისარი სატელოფონო საუბრის დროს დაემუქრა. „თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“- ამბობს კობახიძე. ირაკლი კობახიძეს სურს,  რომ აღნიშნულის შესახებ ქართულ საზოგადოებას, პრევენციის მიზნით, ინფორმაცია მიაწოდოს. „როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და…

მეტი...

დაპირისპირება და სროლა შარდენზე

თბილისში, შარდენზე, ცოტა ხნის წინ, სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ერთს პირს დაუპირისპირდა, რა დროსაც იარაღიდან გაისროლა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, ასევე, 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.  

მეტი...

რაჭაში მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა-დაღუპულია ერთი ადამიანი

არსებული ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარასთან მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. მიკროავტობუსი, რომელიც გზიდან გადავარდა, ამბროლაური-თბილისის სამარშრუტო ხაზე მუშაობდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მეტი...

„აუცილებლად დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში“- იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე

„როცა მოვა დრო, აუცილებლად დაბრუნდება“ – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კითხვას იგეგმება თუ არა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა. ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი ციხეში აუცილებლად დაბრუნდება. „მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, შესაბამისად, ისიც აუცილებლად დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც იყო, ან სხვაგან”,- განაცხადა ბრეგაძემ. იუსტტიციის მინისტრმა, ასევე ისაუბრა, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებაზე. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით.   სტრასბურგმა მიიჩნია, რომ  სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები სერიოზული და საფუძვლიანი იყო

მეტი...

„რატომ გინდათ პოლიტიკაზე საუბარი“- იუსტიციის მინისტრი ირაკლი შოთაძის გადადგომაზე

„რაც შეეხება შოთაძის გადადგომის ფაქტს, ბატონმა ირაკლიმ, თავად გააკეთა განცხადება, რომ მისი გადადგომა უკავშირდება ჯანმრთელობის მდგომარეობას“ – უპასუხა ირაკლი შოთაძის გადადგომასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. ბრეგაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ირაკლი შოთაძეს პოსტის დატოვება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევს. მან უპასუხა დამაზუსტებელ კითხვას, შოთაძის პოსტიდან წასვლის მიზეზად, არის თუ არა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად პოლიტიკური მიზეზიც. „გიპასუხეთ უკვე, არ არსებობს და რატომ გინდათ პოლიტიკაზე საუბარი?! ადამიანმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევს საკუთარი საქმიანობის შეწყვეტა და ესეც მიუთითებს იმ მაღალ პასუხისმგებლობაზე, რომლითაც განმსჭვალული არის ბატონი შოთაძე საკუთარი საქმიანობის მიმართ. მან აღნიშნა,…

მეტი...

წინასაარჩევნო შეხვედრის დროს სცენა ჩამოინგრა- დაღუპულია 9 ადამიანი

მექსიკაში ნუევო-ლეონის შტატში, წინასაარჩევნო შეხვედრის დროს,  სცენის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 60 მოქალაქე. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი ხორხე ალვარეს მაინესი სიტყვით გამოდიოდა. მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი სამაშველო სამსახური მოსახლეობას მოუწოდებდა ძლიერი ქარის გამო მიტინგში მონაწილეობა არ მიეღო, მიუხედავად ამისა ღონისძიება არ გააუქმეს. დაწყებულია გამოძიება.  

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ეუთო/ოდირის დირექტორს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილმა ეუთო/ოდირის დირექტორთან მატეო მეკაჩისთან საქართველოში მიმდინარე მოვლენები და „რუსული კანონის“ მიღებით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და დემოკრატიულ განვითარებაზე შესაძლო შედეგები განიხილა. ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე რუსულ კანონის ვეტოზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ვეტოს დაადებს ყველა იმ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და დემოკრატიულ განვითარებას. ამავე ცნობით, ეუთო/ოდირის დირექტორმა გამოთქვა აბსოლუტური მზაობა, გააძლიეროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა. „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუციების და ადამიანის უფლებათა ოფისი მზადაა როგორც გრძელვადიანი ისე მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია მოავლინოს საქართველოში და ამ საკითხზე მიმდინარე…

მეტი...

სტრასბურგმა მიიჩნია, რომ  სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები სერიოზული და საფუძვლიანი იყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. მიხეილ სააკაშვილს განცხადება, დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულთა შეწყალების საქმეებზე ჰქონდა შეტანილი. საჩივარში სააკაშვილი უთითებდა, რომ 2018 წლის 28 ივნისს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ყოფილ დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე, გადაუმოწმებელ მტკიცებულებას ეფუძნებოდა. რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო გამოტანილ განაჩენს, სამი წლით თავისუფლების აღკვეთას, სააკაშვილი საჩივარში აღნიშნავდა, რომ განაჩენი ეფუძნებოდა გადაუმოწმებელ მტკიცებულებას, რითაც კიდევ ერთხელ დაირღვა კონვენციის მე-6 და მე-7 მუხლები. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ…

მეტი...

რუსეთმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა ხარკოვზე – არიან დაღუპულები

რუსეთის არმიამ ხარკოვზე დაახლოებით ათი დარტყმა განახორციელა. ინფორმაციას, ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. მისი თქმით, თავდასხმა მოხდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. სინეგუბოვის ცნობით, დაღუპულია ოთხი პირი, კიდევ ორის ადგილსამყოფელი დგინდება, ასევე, არიან დაშავებულები. არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ თავდასხმა მოხდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და ერთ კომუნალურ საწარმოზე, რომელიც ქალაქს ამარაგებს.  

მეტი...

რაფაჰში ისრაელის თავდასხმის შედეგად ბოლო 24 საათში 16 ადამიანი დაიღუპა

რაფაჰში, ისრაელის თავდასხმის შედეგად, ბოლო 24 საათში 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 10 ბავშვი, არიან დაშავებულებიც. რვა ადამიანი დაიღუპა ლტოლვილთა ბანაკ ნუსეირათზე განხორციელებული თავდასხმის დროს, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ირლანდიის, ნორვეგიისა და ესპანეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება “ტერორიზმის დაჯილდოება” იქნება.

მეტი...

,,ეს გადაწყვეტილება უნდა მიანიშნებდეს სავარაუდო სანქციების შიშზე” – ხაბეიშვილი შოთაძის გადადგომაზე

,,ეს გადაწყვეტილება უნდა მიანიშნებდეს სავარაუდო სანქციების შიშზე”, – განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ირაკლი შოთაძის გადადგომაზე საუბრისას. „პროკურორად წოდებული ადამიანის ეს გადაწყვეტილება უნდა მიანიშნებდეს სავარაუდო სანქციების შიშზე და ყველას კარგად ესმის, რომ ეს სანქციები აუცილებლად იქნება, მათ შორის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებზე. დარწმუნებული ვარ ყველა მოძალადეზე, რომელიც არის იდენტიფიცირებული კონკრეტული პერსონალური სანქციები გავრცელდება მათზეც. შოთაძეს ესმოდა, რომ ამ მთავრობის წევრობა უკვე ნიშნავს ღიად რუსული საქმის კეთებას მიუხედავად იმისა, რომ ფარულად ის ამას აკეთებდა, ახლა უკვე ღიად, დეკლარირებულად მან ამის გაკეთებაზე თქვა უარი სწორედ იმ მიზეზით, რომ მან იცის, რომ ის აუცილებლად…

მეტი...

,,აკადემიური საბჭოს წინაშე სათანადო პასუხი უნდა გაეცეს ამ შეურაცხყოფას” – თსუ-ს პროფესორის პასუხი კობახიძეს

თსუ სრული პროფესორი, ნეოგრეცისტიკის კათედრის გამგე სოფიო შამანიდი პრემიერ კობახიძის მუქარას თსუ-ს პროფესორების წინააღმდეგ, ღია წერილით ეხმაურება და კოლეგებს მიმართავს: ,,ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს, ადამიანებს, რომლებიც სიამაყით ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მამების ტრადიციას, არ გვაქვს უფლება, დავდუმდეთ პრემიერ მინისტრის შეურაცხმყოფელ განცხადებაზე! მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო. მართალი გითხრათ, არ მაქვს დიდი იმედი, რომ შემეხმიანებით, მაგრამ მე თავს ვალდებულად ვგრძნობ, ჩემი გულისტკივილი (გნებავთ, განრისხება) გაგიზიაროთ. გუშინ ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში თქვა, რომ თსუ პროფესორების უმრავლესობა (!) არიან პოლიტიკურად მიკერძოებულები და ისინი შერჩეულები არიან არა კვალიფიკაციის, არამედ პოლიტიკური აფილირების ნიშნით (ციტატა). ის გვპირდება, რომ…

მეტი...

ამინდი უარესდება – მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 მაისიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისის დღის ბოლომდე ქვეყანაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ,,აჭარის ტელევიზიის” ცნობით, დაღუპულია შუახნის მამაკაცი, სამი მგზავრი კი დაშავებულია. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული. ამ დროისთვის, გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია.

მეტი...

24 მაისს თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება

24 მაისს, თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმართულებით მსვლელობა გაიმართება. აქციის მონაწილეები 19 საათიდან შეიკრიბებიან თავისუფლების მოედანზე. ორგანიზატორების განცხადებით, გააპროტესტებენ სამართალდამცავების მხრიდან აქტივისტების მიმართ ძალადობას, ასევე სოლიდარობას გამოუცხადებენ პროტესტის მონაწილე დაკავებულ და დაზარალებულ მოქალაქეებს. ,,რუსული კანონის” ინიცირებიდან დღემდე, შეთითხნილი ბრალდებით, პროტესტში მონაწილე 2 ასეულ ადამიანზე მეტი დააკავა პოლიციამ. ათეულობით ადამიანს მისდის საჯარიმო ქვითრები არჩადენილი სამართალდარღვევებისთვის. ასეულობით ადამიანს იბარებენ უსაფუძვლოდ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოსაკითხად. ათეულობით ადამიანი პოლიციამ სასტიკად ცემა, ზოგიერთი მათგანი დღემდე მკურნალობს. ჩვენ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც: პოლიცია დაგვიცავს; ხელისუფლების ხელში პოლიტიკური იარაღი არ იქნება; პოლიციელების შვილები იამაყებენ მათი…

მეტი...

რას ჰყვება ახლობელი რუსთავში მოკლულ დედა-შვილზე და მკვლელობისთვის დაკავებულ კაცზე

22 მაისს რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვიც. ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე 27 წლის კაცი დააკავეს. „კვირის პალიტრასთან“ ახლობელი წყვილის ურთიერთობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ წყვილმა ოჯახი სიყვარულით შექმნა და ამ ტრაგედიის შემდეგ გახდა მათთვის ცნობილი, რომ ისინი ორი თვის გაშორებულები ყოფილან. „შოკირებულები ვართ ყველანი ამ ამბით. მარიამს და გიორგის ვიცნობდი. სიღნაღში ვცხოვრობ, გიორგი რესტორანში მოვიდა მემწვადედ და იქ გავიცანით ერთმანეთი. ჩვენთან მუშაობდა ერთი წელი. აქ მუშაობდა ასევე მარიამი, აქ გაიცნეს ერთმანეთი და მათი სიყვარულიც აქ დაიწყო. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ყველანი მათი სიყვარულის თვითმხილველები…

მეტი...