ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დღეს დილით, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. გადაწყვეტილებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის 25 წევრმა დაუჭირა მხარი. ე.წ. ოპოზიცია და მოსახლოების ნაწილი აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. ოკუპირებული აფხაზეთოს ე.წ. პარლამენტის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

მეტი...

ხაშურში 15 წლის მოზარდმა იმშობიარა

ხაშურში 15 წლის მოზარდმა იმშობიარა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “მოზაიკა” ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, გოგო არაოფიციალურად იყო დაოჯახებული.

მეტი...

მოსწავლეთა 67%-მა საბაზისო დონის უნარები ვერც ერთ საგანში გადალახა – IDFI

მოსწავლეთა 67%-მა საბაზისო დონის უნარები ვერც ერთ საგანში გადალახა. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) PISA-ს 2022 წლის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ ინდიკატორით 15 წლის მოზარდებში კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნა იზომება. დოკუმენტის თანახმად, მოსწავლეთა 65%-67%-მა ვერც ერთ საგანში გადალახა სირთულის მეორე დონე. აღნიშნული დონე საბაზისო დონის უნარებს შეესაბამება. საქართველოდან შეფასებაში 267 სკოლის 6,583 მოსწავლე მონაწილეობდა.

მეტი...

რუსთავში ერთი ოჯახის 5 წევრი ბუნებრივი აირით მოიწამლა

რუსთავში, ერთი ოჯახის ხუთი წევრი, მათ შორის არასრულწლოვანი, ბუნებრივი აირით მოიწამლა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ნახშიროჟანგის დაგროვება გაუმართავმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია. ხუთივე მათგანს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

მიუსაფარი ძაღლი, რომელსაც ბაღდადში ბლაგვი საგნით დაზიანება თავის არეში მიაყენეს, მოკვდა

ძაღლი, რომელსაც ბაღდადში ბლაგვი საგნით დაზიანება თავის არეში მიაყენეს, მოკვდა.  ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა უფლებადამცველი მიხეილ კაჭკაჭიშვილი ავრცელებს. ცნობისთვის, 24 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანდა, რომ მიუსაფარ ძაღლს ბლაგვი საგნით თავის არეში ჰქონდა დაზიანებები მიყენებული. ძაღლს ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

მეტი...

მკვლელობა თბილისში – მოკლული კაცი, სავარაუდოდ, სამხედროა

მკვლელობა მოხდა გვიან ღამით  თბილისში. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული კაცი, სავარაუდოდ, სამხედროა. კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ადგილზე დაიღუპა. სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცავებმა ცხელ კვლაზე დააკავეს. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...