მოსწავლეთა 67%-მა საბაზისო დონის უნარები ვერც ერთ საგანში გადალახა. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) PISA-ს 2022 წლის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ ინდიკატორით 15 წლის მოზარდებში კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნა იზომება.
დოკუმენტის თანახმად, მოსწავლეთა 65%-67%-მა ვერც ერთ საგანში გადალახა სირთულის მეორე დონე. აღნიშნული დონე საბაზისო დონის უნარებს შეესაბამება.
საქართველოდან შეფასებაში 267 სკოლის 6,583 მოსწავლე მონაწილეობდა.