ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დღეს დილით, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

გადაწყვეტილებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის 25 წევრმა დაუჭირა მხარი.

ე.წ. ოპოზიცია და მოსახლოების ნაწილი აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ.

ოკუპირებული აფხაზეთოს ე.წ. პარლამენტის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

მსგავსი თემები