რუსთავში ერთი ოჯახის 5 წევრი ბუნებრივი აირით მოიწამლა

რუსთავში, ერთი ოჯახის ხუთი წევრი, მათ შორის არასრულწლოვანი, ბუნებრივი აირით მოიწამლა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ნახშიროჟანგის დაგროვება გაუმართავმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.

ხუთივე მათგანს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი თემები