მიუსაფარი ძაღლი, რომელსაც ბაღდადში ბლაგვი საგნით დაზიანება თავის არეში მიაყენეს, მოკვდა

ძაღლი, რომელსაც ბაღდადში ბლაგვი საგნით დაზიანება თავის არეში მიაყენეს, მოკვდა.  ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა უფლებადამცველი მიხეილ კაჭკაჭიშვილი ავრცელებს.

ცნობისთვის, 24 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანდა, რომ მიუსაფარ ძაღლს ბლაგვი საგნით თავის არეში ჰქონდა დაზიანებები მიყენებული. ძაღლს ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

მსგავსი თემები