უკრაინა არ დანებებულა და არ დანებდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არ დანებებულა და არ დანებდება. მისი თქმით, თუ ვინმე არის შთაგონებული კაპიტოლიუმზე გადაუჭრელი საკითხებით, ეს მხოლოდ პუტინი და მისი ავადმყოფი ხროვაა.

,,მთელი მსოფლიო გვიყურებს და აკვირდება, თუ რა ბედი ეწევა სხვა თავისუფალ ერებს, იცხოვრებენ ისინი თავისუფლად, თუ მათ დაიმორჩილებენ. უკრაინა არ დანებებულა და არ დანებდება. ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და თქვენ შეგიძლიათ უკრაინის იმედი გქონდეთ და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეგვიძლია თქვენი იმედიც გვქონდეს. როდესაც თავისუფალი სამყარო ყოყმანობს, სწორედ მაშინ ზეიმობენ დიქტატორები და ყველაზე საშიში ამბიციების განხორციელების იმედი აქვთ. ნება მომეცით, გულწრფელი ვიყო თქვენთან, თუკი ვინმე არის შთაგონებული კაპიტოლიუმზე გადაუჭრელი საკითხებით, ეს მხოლოდ პუტინი და მისი ავადმყოფი ხროვაა. პუტინის მსგავს ადამიანებს თავისუფლების დაპყრობის იმედიც კი არ უნდა ჰქონდეთ. პუტინმა უნდა წააგოს,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები