ქობულეთში, პიროტექნიკის აფეთქებისას მოზარდი დაშავდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდმა სხეულის დამწვრობა მიიღო.

არსებული ინფორმაციით, ბიჭის ნასროლი პიროტექნიკა საწვავის ავზში ჩავარდა და აფეთქდა.

10 წლის ბიჭს მეორე და მესამე ხარისხის მრავლობითი დამწვრობა აღენიშნება.

 

მსგავსი თემები