პოლონეთში 25 წლის ქართველი დააკავეს, რომელიც ღამის კლუბში მანქანით შევარდა

2-თვიანი ძებნის შემდეგ, პოლონეთში,  ლოძის პოლიციამ 25 წლის ქართველი დააკავა, რომელიც, შურისძიების მიზნით, მანქანით ღამის კლუბში შევარდა. დაკავებულს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შემთხვევა 2023 წლის 21 სექტემბერს მოხდა.

25 წლის კაცი ერთ-ერთი კლუბიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს,  შემდეგ კი ის კლუბის ტერიტორიაზე მანქანით მივიდა და  კლუბის შესასვლელ კარს რამდენჯერმე შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ზარალის საერთო ღირებულება 12 402,86 აშშ დოლარად შეფასდა.

მსგავსი თემები