თუ ვინმეს კონგრესში გადაუჭრელი საკითხები შთააგონებს, ეს პუტინია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  კონგრესში გადაუწყვეტელი საკითხები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენ პუტინს შთააგონებს.

,,თუ ვინმეს შეუძლია შთააგონოს კაპიტოლიუმის ბორცვზე გადაუჭრელმა საკითხებმა, ეს მხოლოდ პუტინი და მისი ავადმყოფი გარემოცვაა. ისინი ხედავენ, რომ ოცნებები რეალობად იქცევა, როდესაც ხედავენ შეფერხებებს და სკანდალებს. ისინი ხედავენ თავისუფლების კლებას, როცა მცირდება თავისუფლებისთვის მებრძოლების მხარდაჭერა. პუტინის მსგავს ადამიანებს თავისუფლების განადგურების იმედიც კი არ უნდა ჰქონდეთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, კონგრესი ვერ ახერხებს უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო.

მსგავსი თემები