დასავლეთს სურს, ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში – ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის  ასალან ბჟანიას განცხადებით, აფხაზეთი დღევანდელი გლობალური დაპირისპირების ერთ-ერთი მტკივნეული წერტილია.

მისივე თქმით, დასავლეთს არ სურს აფხაზეთის დანახვა მსოფლიოს ნაწილად.

,,მათ უნდათ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და სისტემატურად მუშაობენ, რომ ეს მოხდეს. ეს მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მსოფლიოს დაანახონ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების უმნიშვნელოობა, ასევე დაანახონ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ პრობლემების გადაჭრის გასაღები მათ ჯიბეშია. ყველაფერს აკეთებენ, რომ აფხაზეთში განვითარება არ მოხდეს”, – განაცხადა ბჟანიამ.

მსგავსი თემები