თავშესაფარში, 92 წლის ქალს, წყლის ნაცვლად, სადეზინფექციო საშუალება დაალევინეს

საბერძნეთში, 92 წლის ქალის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოხუცს წყლის ნაცვლად სადეზინფექციო სითხე დაალევინეს.

ოჯახმა თავშესაფრის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ჩხრეკისას ამოიღეს ბოთლი, რომელშიც სადეზინფექციო საშუალება აღმოჩინეს. დაკავებულია თავშესაფრის მფლობელიც.

როგორც კამერებზე ჩანს,  მოხუცი ექთანს წყალს სთხოვს, ის კი, ერთ-ერთ ბოთლს იღებს და აწვდის ქალს. ქალმა სითხე დალია.

როდესაც პერსონალი მიხვდა, თუ რა მოხდა, გამორეცხვები ჩაუტარეს, თუმცა ქალის გადარჩენა  ვერ მოხერხა.

მსგავსი თემები