„ყველაზე მეტად დაზარალებულები კულტურის მუშაკები გამოიყურებიან, სამინისტროების გაერთიანება იყო შეცდომა“ – ნუკრი ქანთარია „მედიაცენტრ მთავარში“

ძალიან სამწუხაროა, რომ ყველაზე დაზარალებულად გამოიყურებიან კულტური მუშაკები, უგზო – უკვალოდ არიან ჩაკარგულები. თავიდანვე ვამბობდი, რომ ვერც 10 მიხეილ ჩხენკელი და ვერავინ შეძლებს გაუძღვეს განათლებას და კულტურას ერთად,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

ქანთარია თვლის, რომ კულტურის სფერო ცალკე სამინისტროდ უნდა იყოს წარმოდგენილი და იმედს იტოვებს, რომ „ქართული ოცნების” სამომავლო პროგრამაში აღნიშნულ საკითხს ყურადღება დაეთმობა.

„გაირკვა, რომ მართალი ვიყავი და აღმოჩნდა, რომ სამინისიტროების გაერთიანება იყო შეცდომა, ყველაზე დაზარალებულად გამოიყურებიან კულტური მუშაკები, უგზო – უკვალოდ არიან ჩაკარგულები. მჯერა, რომ ოცნების დაპირებაში შევა ერთ – ერთ პუნქტად, რომ გამოეყოს კულტურის სფერო აღნიშნულ სამინისტროს, ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ რადგან კულტურა არ გვაჭმევს არ გვაცმევს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ ეროვნულობა შენარჩუნებული გვაქვს ესაა კულტურის დამსახურება, ესაა შემდეგ ბიზნესიც, როცა ჩამოდიან სხვადსხვა ქვეყნებიდან და ატარებენ ფესტივალებს.

32 წლის შეთქმულება, როცა ჩავარდა და ხმალმა არ გაჭრა, ძალიან მაგარმა ქართველებმა კულტურის მეშვეობით შეინარჩუნეს ღირებულებები. ირაკლი კობახიძეს ჰქონდა იდეა, რომ კულტურა, სპორტი და დიასპორა ერთად ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ შეიცვალა ეს მოსაზრება. სამინისტრო ცალკე აუცილებლად უნდა იყოს, რადგან, რაც ეს ფუნქცია წაერთვა გადავიდა სხვა პრიორიტეტებში.“ – განაცხადა ქანთარიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.

მსგავსი თემები