რესპუბლიკელები მზად არიან, აჩუქონ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი პუტინს – კარინ ჟან-პიერი

რესპუბლიკელები მზად არიან, აჩუქონ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი პუტინს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რესპუბლიკერები ეროვნულ უსაფრთხოებასთან თამაშობენ.

„გამაოგნებელია, რომ ჩვენ აქამდე მივედით და რომ რესპუბლიკელები კონგრესში მზად არიან, აჩუქონ პუტინს ყველაზე დიდი საჩუქარი, რომლის იმედიც პუტინს შეეძლო, ჰქონოდა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ. ასე რომ, ისინი თამაშობენ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასთან – აი, რას ვხედავთ ჩვენ დღეს აქ და ისტორია ამას ცუდად დაიმახსოვრებს. ასე რომ, რაც შეეხება ურთიერთობას, ჩვენ ძალიან ცხადად ვთქვით, რომ გვქონდა და გვაქვს დისკუსიები მათთან რეგულარულად“, – განაცხადა ჟან-პიერმა.

მსგავსი თემები