ჯო ბაიდენის ვაჟს გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტებზე ფედერალური ბრალი წაუყენეს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟს, ჰანტერ ბაიდენს გადასახადებისგან თავის არიდების გამო ფედერალური ბრალი წაუყენეს.

როგორც საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი, 53 წლის ჰანტერ ბაიდენმა  „ინდივიდუალურად მიიღო შვიდ მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი“ 2016 წლიდან 2020 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, მაგრამ „განზრახ არ გადაიხადა 2016, 2017, 2018 და 2019 წლების გადასახადები დროულად, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა თანხები ამ გადასახადების გადასახდელად“.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბაიდენის მიმართ გამოძიება გრძელდება.

მსგავსი თემები